დეკანოზი იოანე ჩიგოგიძე
დეკანოზი იოანე ( ავთანდილი ) ჩიგოგიძე

გვარი - ჩიგოგიძე
სახელი - ავთანდილი
მღვდელთმსახურებაში მიენიჭა სახელი იოანე
ხარისხი - დეკანოზი
დაბადების ადგილი - თბილისი
დაბადების თარიღი - 12 აგვისტო 1974 წ
განათლება - უმაღლესი - 1991 -1996 წწ - თბილისის დამოუკიდებელი უნივერსიტეტი ”იბერია” - მიენიჭა ეკონომისტის კვალიფიკაცია.
1997 - 2001წწ - წმ. გაბრიელ ეპისკოპოსის სახ. ქუთაისის სასულიერო სემინარია.
2017 წ - სოციოლოგიურ მეცნიერებათა დოქტორი თეოლოგიის განხრით

საერო დაწესებულებებში მუშაობის გამოცდილება.

1994 -1997 წწ და 2001 - 2003 წწ - თბილისის 171- ე სკოლის პედაგოგი, საგანი - საღვთო შჯული.
2007 წლიდან დღემდე კითხულობს ლექციებს საქართველოს ტელევიზიისა და რადიოს ინსტიტუტში მსოფლიოს რელიგიების ისტორიაში.

კათოლიკოს - პატრიარქის, უწმინდესისა და უნეტარესის, ილია II - ის ლოცვა კურთხევით, ავთანდილ ჩიგოგიძის თაოსნობით შეიქმნა საქველმოქმედო ფონდი ” ხარება ”. ფონდის მეშვეობით თბილისში ნუცუბიძის III მ/რ -ში აშენდა ყოვლადწმიდა ღვთისმშობლის " ხარების " ტაძარი.

სასულიერო პირად მოღვაწეობა.

2001 წლის 6 ნოემბერს უწმინდესისა და უნეტარესის, სრულიად საქართველოს კათოლიკოს პატრიარქის ილია II - ის ლოცვა კურთხევით, ბოლნის - დმანისის მთავარეპისკოპოსმა თადეოზმა ხელი დაასხა დიაკვნად ავთანდილს და იწოდა სახელად ათანასე.

2001 წლის 25 ნოემბერს მთავარეპისკოპოსმა თადეოზმა წმინდა იოანე მოწყალის დღეს აკურთხა მღვდლად და ეწოდა სახელი იოანე.
2001 წლის 26 ნოემბრიდან დაინიშნა ბოლნისის ეპარქიის სოფელ რაჭისუბნის ყოვლადწმიდა ღვთისმშობლის შობის ტაძრის წინამძღვრად.

2009 წლის 3 ივნისიდან განთავისუფლდა ბოლნისის ეპარქიის სოფელ რაჭისუბნის ყოვლადწმიდა ღვთისმშობლის შობის ტაძრის წინამძღვრის მოვალეობიდან და დაევალა მცხეთა - თბილისის ეპარქიაში სოფელ დიღმის ყოვლადწმიდა ღვთისმშობლის მიძინების ტაძრის აღდგენა.
2009 წლის 10 ოქტომბრიდან სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის, უწმინდესისა და უნეტარესის, ილია II-ის ლოცვა-კურთხევით დაინიშნა მცხეთა-თბილისის ეპარქიის სოფელ დიღმის ყოვლადწმიდა ღვთისმშობლის მიძინების ტაძრის წინამძღვრად, ხოლო 2010 წლის 11 სექტემბერს უწმინდესისა და უნეტარესის, სრულიად საქართველოს კათოლიკოს პატრიარქის ილია II-ის ლოცვა-კურთხევით აღყვანილ იქნა დეკანოზის ხარისხში და დაჯილდოებულ იქნა ოქროს ჯვრის ტარების უფლებით. 2011 წლის 20 თებერვალს დაჯილდოვდა გამშვენებული ჯვრის ტარების უფლებით, ასევე 2013 წლის VII საერთაშორისო კინოფესტივალის წმიდა ანდრიას ჯვრის მედლით. 2014 წელს დაჯილდოვდა წმიდა ილია მართლის (ჭავჭავაძის) პრემიით.
იყო გვარების შეკრების საგვარეულო კავშირის და გვართა ისტორიების წარმოჩინების საქველმოქმედო კავშირის მოძღვარი.
2017 წლის 7 ივლისიდან მინიჭებული აქვს სოციოლოგიური მეცნიერებების დოქტორის აკადემიური ხარისხი სადისერტაციო ნაშრომში, საქართველოს ეკლესიის იურისდიქციის თანამედროვე პრობლემები ( აფხაზეთის საკითხი ) და სრულიად საქართველოს კათოლიკოს პატრიარქი, უწმინდესი და უნეტარესი ილია II.

საზოგადოებრივი მოღვაწეობა.

არის მრავალი მართლმადიდებლურ თემატიკაზე შექმნილი დოკუმენტური ფილმის ავტორი და მართლმადიდებლური ფილმების III და VII საერთაშორისო ფესტივალის "წმიდა ანდრიას ჯვარი"-ს ლაურიატი, ხოლო ამავე XIII საერთაშორისო ფესტივალზე დაჯილდოვდა მთავარი პრიზით "წმიდა ანდრიას ჯვარი". მიღებული აქვს სიგელი ტიტულით "მომლოცველი იერუსალიმის წმიდა მიწის ახალი ათასწლეულისა. 2018 წელს არჩეულ იქნა საბერძნეთის დედაქალაქ ათენში არსებული "ქართული სახლის" საპატიო წევრად.

ენების ცოდნა - ფლობს ინგლისურ და რუსულ ენებს.
ოჯახური მდგომარეობა - ყავს დედა ციური კაჭარავა, მეუღლე ხათუნა ანთია ჩიგოგიძე და შვილი გიორგი ჩიგოგიძე.